ნაი კაკაბაძე

კოლეჯის „ბლექსი“ კურსდამთავრებული – ნაი კაკაბაძე ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმეა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხელსაქმით იყო გატაცებული. ნაი ფრანგული ენა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა, მას არასდროს დაუკარგავს სურვილი თავისი გატაცება პროფესიულ საქმიანობად ექცია. 🧵👗👜 მეგობრის საშუალებით ნაიმ კოლეჯის შესახებ გაიგო და გადაწყვიტა „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამაზე ჩაებარებინა, თავისი ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით. 👭 👚👖თავდაპირველად პროდუქციას თავისთვის და მეგობრებისთვის ამზადებდა, შემდგომ უკვე გარშემომყოფთა აღიარებამ მოტივაცია მისცა დაეწყო მის მიერ შექმნილი პროდუქციის გაყიდვა. დღეს ნაის აქვს სახელოსნო/სალონი და შოურუმი. მის ძირითად მიმართულებას ქალისა და მამაკაცის აქსესუარების დამზადება წარმოადგენდა, თუმცა კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ გააფართოვა საქმიანობის სფერო და ტანისამოსის შექმნაც დაიწყო. 🌐 პანდემიის პერიოდში, როგორც ყველა მეწარმე, ნაიც დადგა გამოწვევის წინაშე. მაგრამ მას საქმიანობა არ შეუწყვეტია, გააგრძელა პროდუქციის შექმნა და ფეისბუქ გვერდის საშუალებით მისი რეალიზება. 🏫📚როგორც ნაი აღნიშნავს, კოლეჯმა მისი ცოდნა აკადემიური გახადა, რაც აისახა მის საქმიანობაზე. სწავლის პერიოდში გაიუმჯობესა პრაქტიკული უნარები, გახდა თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. 👉 „მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელს, რომლებიც თავდაუდაუზოგადავად ცდილობდნენ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მოეცათ ჩვენთვის, რომლებიც ყოველდღიურად გვარწმუნებდნენ, რომ შეგვეძლო მიზნის მიღწევა და მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ პროფესიულ ზრდაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება და შემდგომში დასაქმება, გამოიყენონ ეს შანსი, რადგან კოლეჯი სრულად იძლევა საშუალებას, თუნდაც სრულიად ახალდამწყებმა, სწავლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს პროდუქციის შექნა და მისი შემდგომში რეალიზება“. 🙏 კოლეჯი “ბლექსი” წარმატებებს უსურვებს NAI KAKABADZEს

წარმატებული სტუდენტები:

ანა ჩხატარაშილი

"კოლეჯი "ბლექსი" მრავალფეროვანი სასწავლო გარემო და განვითარების ფართო არეალი"- ანა ჩხატარაშვილი, კოლეჯ "ბლექსის" წარმატებული კურსდამთავრებული ანა ინტეგრირებული პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სასტუმრო...

დათუნა მიქაუტაძე

დათუნა მიქაუტაძე - კოლეჯ „ბლექსის“ შუახევის მისამართზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმაზე- „შედუღება“ სწავლობდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ დიდ ქარხანაში METAL 44-შია დასაქმებული. მანამდე კოლჯში სწავლის დასრულებისთანავე...

ბოლო სიახლეები

Intel Super Chip Mounted on the Latest Play Station Consoles

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

რეგისტრაცია დაიწყო- „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“

15 კვირაში ისწავლე „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“. სწავლების ლოკაცია: შუახევი. რეგისტრაცია: 27 ივლისი-21 აგვისტოს ჩათვლით. სწავლის დაწყება: 9 სექტემბერი დაშვების წინაპირობა: ასაკი 18...

Virtual Reality Video Camera Will be Launched in Barcelona

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...