ნინო აბაშიძე

👛🧵ნინო აბაშიძე „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამის კურსდამთავრებულია. მან, 34 წლის ასაკში, მეუღლის რჩევით გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია და ჩაებარებინა კოლეჯში. მისი მეულღე ალექსი ჩარიევი, ასევე კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულია. 2014 წელს ნინომ შექმნა ბრენდი „ნინია აბაშიძის ხელნაკეთი აქსესუარები“ და საკმაო წარმატებას მიაღწია საკუთარ ბიზნესში. 🇺🇸🇮🇹🇬🇷🇹🇷„ჩემი პროფესიული საქმიანობის ყველაზე დიდი წარმატებაა ის, რომ მოვახერხე პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანაც. ნაწარმი იყიდება ამერიკაში, საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში სადაც უკვე მყავს მომხმარებლები, რომლებთანაც ვთანამშრომლობ და რომლებიც ჩემს მიერ შექმნილი აქსესუარების რეალიზებას ახდენენ თავიანთ ქვეყნებში“. 👪 ბლექსის ოჯახის წევრობა მხოლოდ ნინოს და მისი მეუღლის ბლექსელობით არ შემოიფარგლება, გასული წლის შემოდგომაზე ინტეგრირებულ მოდულურ პროგრამაზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ კოლეჯში ჩაირიცხა მათი შვილი – ერეკლე ჩარიევი. 📚👨‍💻„საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით კოლეჯში ჩაბარება ვურჩიეთ ჩვენს შვილს. ვიცით, რომ კოლეჯში საფუძვილიან განათლებას მიიღებს, კმაყოფილი იქნება გარემოთი და რაც მთავარია დასაქმდება უმოკლეს ვადაში. გარდა ამისა ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლა მას მისცემს საშუალებას პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღოს სრული ზოგადი განათლება“. 👩‍🏫👨‍🏫 „კოლეჯმა მომცა სრულფასოვანი განათლება და სწორი მიმართულება. შედეგად მომხმარებელს ვთავაზობ დახვეწილ, სრულყოფილ, ხარისხიან პროდუქციას, სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ კოლეჯს ჰყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული“.

წარმატებული სტუდენტები:

ნაი კაკაბაძე

კოლეჯის „ბლექსი“ კურსდამთავრებული – ნაი კაკაბაძე ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმეა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხელსაქმით იყო გატაცებული. ნაი ფრანგული ენა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა, მას არასდროს...

ენვერ მეგრელიშვილი

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია. ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული...

ბოლო სიახლეები

გერმანელი კონდიტერის მასტერკლასები

გერმანული წესრიგით და გასაოცარი საკონდიტრო ტექნიკით- მარტინ პორტმანის მასტერკლასები სპეციალურად ,,ბლექსელი’’ კონდიტრებისთვის. გერმანელი კონდიტერი მარტინ პორტმანი კოლეჯში პროფესიული სტუდენტებისთვის პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency...

საერთაშორისო კვირეული 2025

კოლეჯი ,,ბლექსი’’ მონაწილეა საერთაშორისო კვირეული 2025-ის. პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული (VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships) ხელს უწყობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას და...

შეხვედრა სამხედროებთან

იქ, სადაც საქართველოა. ქ. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შევხდით. შეხვედრის მიზანი იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რომლებიც კონკრეტულ...