ვაკანსია

სსიპ კოლეჯი “ბლექსი” აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის (მშენებლობის წარმოება /იატაკისა და ფილის სამუშაოები) პოზიციაზე.

მისამართი: ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N92ა
განცხადების პერიოდი – 01.04.2024 – 12.04.2024
თანამდებობრივი სარგო – 20 ლარი, 1 საათი
ადგილების რაოდენობა – 2
ფუნქციები:
მშენებლობის წარმოება /იატაკისა და ფილის სამუშაოების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული მოდულების ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასება.
მინიმალური განათლება – პროფესიული
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
პირს უნდა შეეძლოს გამოუმუშაოს პროფესიულ სტუდენტებს შემდეგი უნარები:
** მოამზადოს იატაკი და კედელი მოსაპირკეთებლად;
** დაახარისხოს ფილები სხვადასხვა ფორმებად;
** დაჭრას ფილები სხვადასხვა ფორმებად;
** მოამზადოს დუღაბი და წებო-ცემენტის ნაზავი ფილებისა და მოზაიკური ფილების დასაგებად;
** დააგოს მეტლახის, გრანიტის, ვინილის ტიპის, რბილი და სხვადასხვა ზედაპირის იატაკი;
** განახორციელოს ბეტონისა და პოლიმერული სამრეწველო იატაკის მოჭიმვა;
** დაამუშაოს გამშრალი დუღაბის და ქვიშა-ცემენტის ხსნარით დამზადებული იატაკი;
** მოაწყოს ფილისქვეშა ჰიდროიზოლაცია;
** აღნიშნული შესაძლოა დადასტურდეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ცნობით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილების თაობაზე (ბოლო 5 წლის პერიოდში გაცემული).

დამატებითი ინფორმაცია – ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

კონკურსის ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
კოლეჯი “ბლექსი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ რეგისტრაცია დაიწყო

აარის მთების დასალაშქრად რეგისტრაცია გადამზადების პროგრამაზე ,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ რეგისტრაცია დაიწყო. გადამზადება 8 კვირაში. ხულო, ქედა, შუახევი და ქობულეთი - სასწავლო პროცესი მიმდინარეობს,...

,,კერძების მომზადების ტექნოლოგია” რეგისტრაცია დაიწყო

"ბლექსის" კულინარიულ სირცეში ახლა შენი ფუსფუსის დროა.პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,კერძების მომზადების ტექნოლოგია" რეგისტრაცია დაიწყო. სულ რაღაც 14 კვირაში ისწავლი უფასოდ/სახელმწიფოს დაფინანსებით. სწავლა დაფინანსებულია პროფესიული უნარების...

რეგისტრაცია დაიწყო (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორის” მომზადების პროგრამაზე

ჰესებში სწავლისა და დასაქმების სწრაფი გზა- რეგისტრაცია დაიწყო.  ,,ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორის" მომზადების პროგრამაზე. რეგისტრაცია: 09 ივლისი-25 აგვისტო სწავლის პერიოდი: 8 სექტემბერი-8 აპრილი სწავლას აფინანსებს...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!