„ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“

ხანგრძლივობა:

15 კვირა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება,18 წელი

პროგრამის მოკლე აღწერა:

პროფესიული მომზადების  პროგრამაზე – „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლა შეუძლია   საბაზო განათლების მქონე, 18 წელს მიღწეულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, შეიძინოს  თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები,  გახდეს  კვალიფიციური და  კონკურენტუნარიანი კადრი შრომის  ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

პროფესიული მომზადების  პროგრამაზე – „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლების  მიერ. მსმენელები შეისწავლიან  ქართული და უცხოური კერძების მომზადების ტექნოლოგიას   სანიტარულ – ჰიგიენური   მოთხოვნების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება სწავლა/ სწავლების შემდეგი მეთოდები: ინტერაქტიული   ლექცია, პრეზენტაცია, ინტერაქტიული მეცადინეობა,  დემონსტრირებით  სწავლება,  პრაქტიკული სავარჯიშო; მსმენელები შეფასება განხორციელდება გამოკითხვისა და  პრაქტიკული დავალება დაკვირვებით მეთოდების გამოყენებით. სწავლების პროცესში წარმოებს  მსმენელების განმავითარებელი შეფასება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება ხდება სწავლის შედეგის დასრულების შემდეგ. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 15  კვირას, კვირაში – 20 საათი ( მსმენელებთან შეთანხმებით –  5 დღე, დღეში 4 საათი ან 4 დღე, დღეში  5 საათი), სულ საათების რაოდენობა არის 300.

პროფესიული მომზადების  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ  აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.

სხვა პროგრამები:

კომპიუტერული ქსელი და სისტემები

პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების...

კონდიტერია

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონდიტერიის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმის მომზადებას სანიტარულ – ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით. სწავლის შედეგები:  • მოამზადოს სხვადასხვა...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ვენახის გაშენება და მოვლა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა...

ელექტროობა

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - ელექტრიკოსის მომზადება. ელექტროტექნიკა და ენერგია - შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში,...

ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა...