ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებული კოლეჯი “ბლექსი”

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებული 3 კატეგორიაში კოლეჯი „ბლექსი“ გახდა.

წლის პროფესიული განათლების სტუდენტი- ზებურ ბოლქვაძე (კოლეჯ ,,ბლექსის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა-მეფუტკრეობა, პროგრამა ქედის მისამართზე ხორციელდება).

წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი-ვლადა ხიმენკო (კოლეჯ ,,ბლექსის’’ IT მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი)

2023  წლის საუკეთესო ინსტრუქტორი- ხათუნა აბულაძე (Hilton Batumi შეფ მზარეული, კოლეჯ ,,ბლექსის’’ კულინარიის ხელოვნების დუალური პროგრამის ინსტრუქტორი. მას სპეციალური პრიზი პროფესიული უნარების სააგენტომ გადასცა.

2023 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მფლობელი წელს  კომპანია „ბკ ქონსთრაქშენი“ გახდა.

წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური პრიზები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო   ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები, ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები.

ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდო 2017 წელს დაფუძნდა აშშ მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

აპლიკანტების საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდის/ მოტივაციური გასაუბრების შედეგები vet.emis.ge-ზე, თქვენს საგამოცდო ბარათზე უკვე ასახულია თუ ერთზე მეტ პროფესიაზე ხართ დარეგისტრირებული აუცილებელია, მონიშვნა გააკეთოთ იმ პროფესიულ პროგრამაზე,...

კულინარიული თავგადასავალი-შუალედური შეფასება

კულინარიის ხელოვნების (დუალური პროგრამა) პროფესიული სტუდენტებისთვის შუალედური შეფასება ჩატარდა. პროფესიულ სტუდენტებს კომისია აფასებდა. ზემოთ გაგიზიარეთ რამდენიმე პროფესიული სტუდენტის რამდენიმე ნამუშევარი. ხემსის გარდა პროფესიულ სტუდენტებს ძირითად8ი კერძიც უნდა...

კულინარიის ხელოვნება- შუალედური შეფასება

კულინარიის ხელოვნების (დუალური პროგრამა) პროფესიული სტუდენტებისთვის შუალედური შეფასება ჩატარდა. პროფესიულ სტუდენტებს კომისია აფასებდა. ზემოთ გაგიზიარეთ რამდენიმე პროფესიული სტუდენტის რამდენიმე ნამუშევარი. ხემსის გარდა პროფესიულ სტუდენტებს ძირითად8ი კერძიც უნდა...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!