ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება

ხანგრძლივობა:

18 კვირა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს მარანში/მეღვინეობის ქარხანაში მუშაობა – ყურძნის ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა, საღვინე ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა – დეზინფექცია, ყურძნის გადამუშავება და ღვინის ჩამოყალიბება, ღვინის დავარგება, მოვლა და ხარისხის კონტროლი, ღვინის სარეალიზაციოდ მომზადება და ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება.

კურსდამთავრებულს შეუძლია:

-ყურძნის ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა;
-ღვინის ხარისხის და უვნებლობის დაცვა;
-ყურძნის გადამუშავება, ტკბილის ალკოჰოლური დუღილი და ღვინის ჩამოყალიბება;
-სხვადასხვა ტექნოლოგიებით ღვინის დამზადება, დავარგება, მოვლა და ხარისხის კონტროლი;
-ღვინის სარეალიზაციოდ მომზადება;
-ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება.

სხვა პროგრამები:

ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება, კერვა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია სამკერვალო წარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მოდის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ქალის ტანსაცმლის კონსტრუირებას, მოდელირებას და კერვას. კურსდამთავრებულს...

კომპიუტერული ქსელი და სისტემები

პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ელექტროობა

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - ელექტრიკოსის მომზადება. ელექტროტექნიკა და ენერგია - შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში,...

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ...

შედუღება

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეუძლია: შეადუღოს ლითონის ნაწილები...