ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება

ხანგრძლივობა:

9 კვირა

,,ბარის ორგანიზების და ფუნქციონირების” პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს: ბარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, კლასიკური/პოპულარული კოქტეილების, ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა დადგენილი ნორმების შესაბამისად, სანიტარულ – ჰიგიენური მოთხოვნების გათვალისწინებით.
სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში: ბარი, კაფე, რესტორანი, კლუბი, კაზინო, სასტუმრო კომპლექსი, საკურორტო კომპლექსი, გასართობი კომპლექსი და სხვა ობიექტები.

სხვა პროგრამები:

„ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება,18 წელი პროგრამის მოკლე აღწერა: პროფესიული მომზადების  პროგრამაზე - „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლა შეუძლია   საბაზო განათლების მქონე, 18...

საავტომობილო გზების მშენებლობა

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები საგზაო მშენებლობაში, რომლებიც შეძლებენ საავტომობილო გზების მშენებლობას, მომსახურებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვას, რემონტს, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას. სწავლის შედეგები: საგზაო მშენებლობაში საბაზო პროფესიული...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ვენახის გაშენება და მოვლა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა...

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...

ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან ,გაეცნონ არგონული შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებს; ისწავლონ სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; შესასრულებელი სამუშაოს...