ელექტროობა

ხანგრძლივობა:

9 თვე

პროგრამის მიზანია დაბალი ძაბვის ელექტროობაში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.

 

სწავლის შედეგები:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია
ელექტროობაში – პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია:
• გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება;
• გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები;
• დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში;
• მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით;
• გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები;
• წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;
• შექმნას და წარადგინოს პროექტი.

დასაქმების შესაძლებლობები:

პირი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად.
დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს:
• ელექტრიკოსი;
• ელექტრო ტექნიკური სისტემების მემონტაჟე;
• შენობის ელექტრიკოსი;
• მომმარაგებელ-ელექტრიკოსი;
• ელექტრო-მექანიკოსი;
• ელექტრო გაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟე;
• განათების სისტემების მემონტაჟე;
• ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟე;
• დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟე;
• ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟე;
• ასაფრენ – დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟე;
• მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟე.

 

სხვა პროგრამები:

ვენახის გაშენება და მოვლა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა...

სერვისი და სერვირება

პროგრამის მიზანია  უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში  კვების ობიექტებზე სერვისის სწორად გამართვას და ტურიზმის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდას.     კურსდამთავრებულს შეუძლია: სხვადასხვა...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან ,გაეცნონ არგონული შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებს; ისწავლონ სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; შესასრულებელი სამუშაოს...

„ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება,18 წელი პროგრამის მოკლე აღწერა: პროფესიული მომზადების  პროგრამაზე - „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლა შეუძლია   საბაზო განათლების მქონე, 18...

მეფუტკრეობა

პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის მიმართულებით შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა და მათთვის აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართულებით საჭირო ცოდნის მიცემა, შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება, რათა...