პროექტული სწავლების მნიშვნელობა სამოქალაქო განათლებაში

პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე პროფესიული განათლების მასწავლებელმა ნანა წულუკიძემ სესიაზე ,,ინტეგრირებული პროგრამები – მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“ წარმოადგინა თემა ,,პროექტული სწავლების მნიშვნელობა სამოქალაქო განათლებაში’’.
მომხსენებელმა დეტალურად განიხილა პროექტული სწავლების როლი ინტეგრირებული მოდულის ,,მოქალაქეობა“ ფარგლებში.
,,პროექტული სწავლებისას სტუდენტები ხშირად მუშაობენ გუნდურად. ეს ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გადანაწილებასდა კომუნიკაციის უნარების განვითარებ ას, რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობისთვის.
პროექტული სწავლება ხშირად უკავშირდება რეალურ, საზოგადოებრივ და გლობალურ გამოწვევებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს უკეთ გაიგონ თავისი როლი და გავლენა საზოგადოების“- განმარტა ნანა წულუკიძემ.
კონფერენცია ჩატარდა ,,ბლექსის’’ და სსიპ კოლეჯი ” ახალი ტალღა” ორგანიზებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით