მომზადება

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს
კონკრეტელი ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს
დაბალი ძაბვის ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებას შენობებსა და მცირე
საწარმოო გარემოში. შეძლებს ელექტრული წრედებისა და განათების მონტაჟსა და
შემოწმებას შრომის უსაფრთხოების უახლესი რეგულაციების გათვალისწინებით

პროგრამის ხანგრძლივობა: 14 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 20 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება, 18 წელი.

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებული შეძლებს:
1.სამუშაო გარემოში შემთხვევითი და საგანგებო საფრთხეების აღწერა
2.მუდმივი და ცვლადი დენის წრედის პარამეტრების გამოთვლა
3.საინჟინრო ნახაზების წაკითხვა
4.ელექტროენერგიის წარმოშობა, გადაცემა და განაწილება
5.ელექტრული წრედის მასალების შერჩევა, დაცვის მეთოდების გამოყენება და მონტაჟი
6.ბიზნესის დაგეგმვა/რეგისტრაცია და ფინანსური აღრიცხვის წარმოება

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:   პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია სამკერვალო წარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მოდის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ქალის ტანსაცმლის კონსტრუირებას, მოდელირებას და კერვას.

პროგრამის ფარგლებში მომზადებულ კადრს შეეძლება დასაქმდეს როგორც მსხვილ, საშუალო, ისე მცირე საწარმოში, მოდის ატელიეებში დარგის სპეციალისტად.

პროგრამა იძლევა თვითდასაქმების შესაძლებლობას.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:  19

საათობრივი დატვირთვა : 20

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება, მინიმუმ 18 წელი

სწავლის შედეგები (აღინიშნება ცოდნით და უნარებით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

1.ტანსაცმლის დამზადებისათვის გამოყენებული მასალების ასორტიმენტის დახასიათება;

2. ხატვის ტექნიკური ხერხების შესრულება კომპოზიციის ელემენტებით;

3. ადამიანის სტილიზებულ ფიგურაზე სილუეტური ფორმების გადმოცემა, როგორც ფანქარში, ასევე ფერში;

4. ტანსაცმლის დამუშავების ტექნოლოგია;

5. ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება და მასალაში შესრულება;

6. ქალის შარვლის კონსტრუირება,  მოდელირება და მასალაში შესრულება;

7. ქალის ჟაკეტის კონსტრუირება, მოდელირება და მასალაში შესრულება.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია  მოამზადოს ბარის მომსახურების სპეციალისტი რომელიც პასუხისმგებელია ბარის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე, სტუმართა და თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებაზე, ზრუნავს პროდუქტის ხარისხზე და მომსახურების სტანდარტების დაცვით უშუალოდ მონაწილეობს მის გაყიდვაში.

პროგრამაზე  დაშვების  წინაპირობები:  საბაზო განათლება და მინიმუმ  18 წელი

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 9

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  20  საათი

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით) 

  1. პირადი ჰიგიენის დაცვა;
  2. სანიტარულ – ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
  3. ბარის გამართული  ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  4. ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა სტანდარტის შესაბამისად
  5. კლასიკური/პოპულარული კოქტეილების მომზადება და წარდგენა სტანდარტის შესაბამისად;
  6. ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა დადგენილი ნორმების შესაბამისად.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები: 

პროგრამის მიზანია  შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით  მოამზადოს კადრები რომლებსაც ექნებათ თეორიული ცოდნა და  პრაქტიკული უნარები კერძების მომზადების  ტექნოლოგიაში. პროგრამის მიზანია პირს შეასწავლოს საკვები პროდუქტისა და ნედლეულის არჩევა,  ნახევარფაბრიკატების მომზადება,   ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით კერძების მომზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის  თანამედროვე რეგულაციების დაცვით, მათ შორის,  სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული  რამდენიმე ძირითადი კერძის მომზადება.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება, მინიმუმ 16 წელი

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:  11 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  I- IX კვირა – 20 საათი;  X-XI კვირა – 25 სთ

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია: 

  1. პირადი ჰიგიენის დაცვა;
  2. სანიტარულ – ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
  3. გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან;
  4. 4. საკვები პროდუქტების (სალათის ფურცელი, კვერცხი და მწვანილი) დამუშავება სპეციალური ხსნარებით;
  5. პროდუქტისადა ნედლეულისარჩევა;
  6. ნახევარფაბრიკატების მომზადება;
  7. ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება;
  8. სხვადასხვამეთოდის გამოყენებით კერძების მომზადება.
  9. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული (ძირითადი კერძების) წვნიანი კერძების,სალათების, გარნირების მომზადება.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია  უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში  კვების ობიექტებზე სერვისის სწორად გამართვას და ტურიზმის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდას.    

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 6

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  I-III კვირეების პერიოდში 20 საათი,   IV –VI კვირეების პერიოდში – 30 სათი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება; მინიმუმ 16 წელი

სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით და  უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გარჩევა;
  2. ღონისძიებების სათანადო აღჭურვილობისა და ინვენტარით მომსახურება, სამუშაო პროცესის კონტროლი;
  3. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება დადგენილი პროცედურების დაცვით;
  4. სტანდარტების შესაბამისად სერვირება / სერვისის ტიპები;
  5. სტუმრის მიღება – განთავსება;
  6. შეკვეთის მიღება;
  7. შეკვეთის შესრულება;
  8. ანგარიშსწორება.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს მარანში/მეღვინეობის ქარხანაში მუშაობა – ყურძნის ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა, საღვინე ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა – დეზინფექცია, ყურძნის გადამუშავება და ღვინის ჩამოყალიბება, ღვინის დავარგება, მოვლა და ხარისხის კონტროლი, ღვინის სარეალიზაციოდ მომზადება და ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება.

როგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 18 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: I-XIII კვირა 25 სთ; XIV- XVII- კვირა 15 სთ XVIII კვირა-11 საათი

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

-ყურძნის ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა;
-ღვინის ხარისხის და უვნებლობის დაცვა;
-ყურძნის გადამუშავება, ტკბილის ალკოჰოლური დუღილი და ღვინის ჩამოყალიბება;
-სხვადასხვა ტექნოლოგიებით ღვინის დამზადება, დავარგება, მოვლა და ხარისხის კონტროლი;
-ღვინის სარეალიზაციოდ მომზადება;
-ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს ვაზის ძირითადი საწარმოო ჯიშების და სახეობების გარჩევა, აჭარის მაღალმთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელი რელიეფის და ეკოლოგიური ფაქტორის  გათვალისწინებით სავენახე ნიადაგის დამუშავება, ვაზის დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან, ვენახის აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება და რთველის ორგანიზება.

როგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 26 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:I-XIII კვირა  20  საათი;  XIV- XXVI  კვირა  – 14 საათი

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

-ვაზის ძირითადი საწარმოო ჯიშების და სახეობების გარჩევა

-სავენახე ნიადაგის დამუშავება

-ვაზის დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან

-ვენახის აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება

-რთველის ორგანიზება

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით  მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს   ნამცხვრებისა და ტორტების ცხობა/გაფორმებას ხილით, შოკოლადითა და მარცეპანით,  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შესაძლებელია დასაქმდეს,  საკონდიტრო საამქროებში, რესტორნებში, კაფეებში, სატუმროებში და ან ან საქმიანობა განახორციელოს  აღნიშნული მიმართულებით.

როგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება; 18 წელი

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 16 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 16 კვირა

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  2. კალკულაცია და აღრიცხვა კვების ობიექტებში;
  3.  ნახევარფაბრიკატების მომზადება, გამომცხვარი  ნამცხვრისა და ტორტის ბაზის აწყობა;
  4.  ტორტების დეკორირება  ხილით, შოკოლადითა და მარცეპანით;
  5. საკონდიტრო კრემების, მუსების განაჟისა და სუფლეების მომზადება;
  6. საკონდიტრო მინი-ნაწარმის მომზადება;

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.