სსიპ კოლეჯი "ბლექსი" ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ტურიზმის, IT, ტექსტილის, აგრარული და ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით.

ტურიზმის მიმართულება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კულინარიის ხელოვნებაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:

მოდულური / დუალური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მოამზადოს საკვები პროდუქტების კულინარიის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სასტუმროს და რესტორნის სამზარეულოში მუშაობას კვების ჰიგიენის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით.

პროგრამის ხანგრძლივობა: მოდულური – 15 თვე  / დუალური – 24 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

სწავლის შედეგები: 

• განახორციელოს საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის პირველადი და მექანიკური დამუშავება;
• განახორციელოს ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება;
• მოამზადოს მარტივი კერძები;
• მოამზადოს ქართული სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირები;
• მოამზადოს საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძები და გარნირები;
• განსაზღვროს კერძის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა;
• განახორციელოს პროდუქტისა და დამხმარე მასალების შეკვეთა და მიღება-განთავსება;
• აღრიცხოს ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი.

დასაქმების შესაძლებლობები:

კულინარიის ხელოვნების საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის სასტუმროში, რესტორანსა და სხვა კვებისა და შინა ობიექტებში, სადაც გეგმავენ, ორგანიზებას უკეთებენ და ამზადებენ საკვებს შემდეგ პოზიციებზე: სასურსათო კვების მომსახურების პუნქტების მომსახურე პერსონალი, მზარეულები, სამზარეულოში დამხმარეები.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კონდიტერიაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:

მოდულური / დუალური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონდიტერიის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სხვადასხვა
სახის საკონდიტრო ნაწარმის მომზადებას სანიტარულ – ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის
წესების დაცვით.

პროგრამის ხანგრძლივობა: მოდულური – 16 თვე  / დუალური – 24 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

სწავლის შედეგები: 

• მოამზადოს სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეული, მათ შორის ბრიოში;
• მოამზადოს ჰოთ-დოგის, ტოსტის პური;
• მოამზადოს კრუასანი, დენიშები, ნამცხვრები;
• მოამზადოს საკონდიტრო კრემები, სუფლე, ზეფირი დაგანაში;
• მოამზადოს ვაჟინი, საკონდიტრო სოუსი, მინანქარი, ჟელე, მარმელადი, ჯემი, კონფიტიური, ჭიქურა და
მურაბა;
• მოამზადოს შოკოლადი, შაქრის ცომი, მარციპანი და კარამელი;
• მოამზადოს ცივი და ცხელი დესერტები;
• შეადგინოს სადღესასწაულო ტორტის ესკიზი და ნახაზი;
• გამოაცხოს სხვადასხვა სახის ტორტი;
• აღრიცხოს ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი.

დასაქმების შესაძლებლობები:

კონდიტერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საკონდიტრო საამქროებში,
საცხობებში, სუპერმარკეტებში, სხვადასხვა კლასის რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებში, საკურორტო,
გასართობ, ტურისტულ კომპლექსებში შემდეგ პოზიციებზე: მცხობელები, მეშოკოლადეები, კონდიტერები და ტკბილეულის დამამზადებლები. კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი ბიზნესის
წარმოება – თვითდასაქმება.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სარესტორნო მომსახურებაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  დუალური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მოამზადოს სარესტორნო მომსახურების სპეციალისტები.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 24 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

სწავლის შედეგები: 

• განახორციელოს სერვისი და სერვირება რესტორანსა და კაფეში;
• განახორციელოს შესყიდვებისა და მარაგების მონიტორინგი;
• შეადგინოს კვების ობიექტის ბიზნესგეგმა;
• შეადგინოს კვების ობიექტის ფინანსური გეგმა;
• განახორციელოს ობიექტის ფუნქციონირების კონტროლი;
• განახორციელოს სამუშაო პროცესის ორგანიზება;
• განახორციელოს დღესასწაულების, პრეზენტაციების, საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების
ორგანიზება;
• უზრუნველყოს კვების ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა დანერგვა;
• მართოს პრობლემური სიტუაციები.

დასაქმების შესაძლებლობები:

სარესტორნო მომსახურების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს
რესტორნებში, კაფეებსა და საკვებით მობილური მომსახურების ობიექტებში შემდეგ პოზიციებზე: მიმტანები,
სასურსათო კვების მომსახურების პუნქტების მომსახურე პერსონალი.კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი
ბიზნესის წარმოება – თვითდასაქმება.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სასტუმრო მომსახურებაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:

დუალური / მოდულური (ინტეგრირებული) / მოდულური (არაინტეგრირებული)

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მოამზადოს სასტუმრო მომსახურების სპეციალისტები.

პროგრამის ხანგრძლივობა:  დუალური – 2 წელი / მოდულური (ინტეგრირებული) – 3 წელი  / მოდულური (არაინტეგრირებული) – 16 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: დუალურ პროგრამაზე – სრული ზოგადი განათლება / ინტეგრირებულ პროგრამაზე – საბაზო განათლება.

სწავლის შედეგები:

• განახორციელოს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურა;
• უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება;
• შეასრულოს სასტუმროს შიდა, მარტივი მარკეტინგული საქმიანობა;
• უზრუნველყოს სასტუმროს უსაფრთხოების წესების დანერგვა;
• სასტუმროში მართოს პრობლემური სიტუაციები;
• აკონტროლოს ცვლების მონაცვლეობა;
• უზრუნველყოს სასტუმროს ძირითადი და დამატებითი მომსახურებების
მიწოდება.

დასაქმების შესაძლებლობები:

სასტუმრო მომსახურების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სასტუმროებსა და განთავსების მსგავს ორგანიზაციებში (რესტორნებით და რესტორნების გარეშე) შემდეგ პოზიციაზე: სასტუმროს მიმღების ოპერატორები, ოფისების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების დასუფთავება-დალაგების
მეთვალყურეები.

ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია იატაკისა და ფილის სამუშაოებში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები: 

მოდულური / დუალური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მისცეს პირს შესაძლებლობა დაეუფლოს იატაკისა და ფილის სამუშაოებს.
მისცეს აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართულებით საჭირო ცოდნა, გამოუმუშაოს შესაბამისი უნარები და
კომპეტენციები, რათა შეძლოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და იყოს მშენებლობის სფეროსათვის
მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი.

პროგრამის ხანგრძლივობა:  მოდულური 15 – თვე / დუალური – 24 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

სწავლის შედეგები:

• მოამზადოს იატაკი და კედელი მოსაპირკეთებლად;
• დაახარისხოს ფილები სხვადასხვა ფორმებად;
• დაჭრას ფილები სხვადასხვა ფორმებად;
• მოამზადოს დუღაბი და წებო-ცემენტის ნაზავი ფილებისა და მოზაიკური ფილების დასაგებად;
• დააგოს მეტლახის, გრანიტის, ვინილის ტიპის, რბილი და სხვადასხვა ზედაპირის იატაკი;
• განახორციელოს ბეტონისა და პოლიმერული სამრეწველო იატაკის მოჭიმვა;
• დაამუშაოს გამშრალი დუღაბის და ქვიშა-ცემენტის ხსნარით დამზადებული იატაკი;
• მოაწყოს ფილისქვეშა ჰიდროიზოლაცია;
• მოაწყოს იატაკი ხის მასალისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

დასაქმების შესაძლებლობები:

იატაკისა და ფილის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვით დასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმოდაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს:
• სხვადასხვა სახის იატაკის მომწყობი;
• მომპირკეთებელი;
• ფილის დამგები;
• სამუშაო რგოლის უფროსი;
• ბრიგადის უფროსი.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  დუალური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მისცეს პირს შესაძლებლობა დაეუფლოს სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობას. ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟის სპეციალიზაციის მიმართულებით. მისცეს აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართლებით საჭირო ცოდნა, გამოუმუშაოს შესაბამისი უნარები და კომპეტენციები, რათა შეძლოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და იყოს მშენებლობის სფეროსთვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 24 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• მოაწყოს ყალიბი და არმატურის ნაკეთობა (ბადეები, სივრცული და ბრტყელი კარკასები)
• ჩააწყოს ბეტონი მომზადებულ ყალიბში
• განახორციელოს ბეტონის ნიმუშების აღება
• მოუაროს ბეტონს
• აწარმოოს პლასტმასის, რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები
• აწარმოოს ხის კონსტრუქციების (მზიდი და არამზიდი კედლები, კიბეები, ყალიბი) სამონტაჟო
სამუშაოები
• შეასრულოს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები მზიდ და არამზიდი კონსტრუქციებზე
• განახორციელოს კონსტრუქციების თანმიმდევრული დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების
დაცვით.

დასაქმების შესაძლებლობები:

სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობანაგებობების მშენებლობაზე ღია სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის
მშენებლობასთან (მონოლითური, ანაკრები), მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: მონოლითური კონსტრუქციების (საძირკველი, როსტვერკი, კედელი, სვეტი, გადახურვის ფილა და ა.შ.) მომწყობი; ანაკრები კონსტრუქციების (საძირკველი, სვეტი, ფილა, რიგელი, კოჭი და ა.შ.) მემონტაჟე, სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საგზაო მშენებლობაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  დუალური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები საგზაო მშენებლობაში, რომლებიც შეძლებენ საავტომობილო გზების მშენებლობას, მომსახურებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვას, რემონტს, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 24 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება, მინიმალური ასაკი – 18 წელი.

სწავლის შედეგები:

საგზაო მშენებლობაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს კონცენტრაციისთვის „საავტომობილო გზების მშენებლობა“ შეუძლია:
• მართოს ინფორმაცია პროფესიის შესახებ;
• აღწეროს კონკრეტულ პროფესიაში ორგანიზაციული მოწყობის ძირითადი პრინციპები;
• დასახოს და განახორციელოს პროფესიული ზრდისა და განვითარების კონკრეტული მიზნები;
• შეარჩიოს სამშენებლო მასალები, ხელსაწყო – იარაღები და ინვენტარი;
• შეამოწმოს საგზაო საფარის მოწყობისთვის მიწის ვაკისის მზადყოფნა;
• შეასრულოს სამუშაო უბანზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
• შეასრულოს სამუშაო უბანზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
• შეასრულოს სამუშაო უბანზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები;
• მართოს საგზაო მასალების ნარჩენები;
• გამოავლინოს არსებული საავტომობილო გზების დაზიანებული უბნები;
• მონაწილეობა მიიღოს საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეზღუდვის პროცესში;
• შეაკეთოს საავტომობილო გზების სამოსის დაზიანებული უბანი;
• გაუშვას ექსპლუატაციაში შეკეთებული უბანი.

დასაქმების შესაძლებლობები:

საავტომობილო გზების მშენებლობის მიმართულების გავლის შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული იქნება გზების მშენებლობასთან, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციასთან.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  მოდულური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია დაბალი ძაბვის ელექტროობაში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 9 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.

სწავლის შედეგები:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია
ელექტროობაში – პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია:
• გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება;
• გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების
საშუალებები;
• დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში;
• მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით;
• გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური
მეთოდები;
• წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე
დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;
• შექმნას და წარადგინოს პროექტი.

დასაქმების შესაძლებლობები:

პირი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად.
დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს:
• ელექტრიკოსი;
• ელექტრო ტექნიკური სისტემების მემონტაჟე;
• შენობის ელექტრიკოსი;
• მომმარაგებელ-ელექტრიკოსი;
• ელექტრო-მექანიკოსი;
• ელექტრო გაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟე;
• განათების სისტემების მემონტაჟე;
• ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟე;
• დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟე;
• ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟე;
• ასაფრენ – დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟე;
• მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟე.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  მოდულური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს შეიმუშაოს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმი, შექმნის პირობებს ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 2 წელი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

სწავლის შედეგები შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით

  1. შეადგინოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი გეგმა
  2. შეიმუშაოს და განაახლოს პროცედურები და ინსტრუქციები
  3. შეაფასოს პროფესიული დაზიანებები და აკონტროლოს რისკი
  4. შეაფასოს, გააკონტროლოს და განსაზღვროს ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეების პრევენციული ზომები
  5. დაიცვას ელექტროუსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთოების წესები
  6. განახორციელოს ევაკუაციის პროცესები
  7. გაწიოს პირველადი გადაუდებელი დახმარება
  8. გაატაროს საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებები
  9. აკონტროლოს სამუშაო ადგილზე ადამიანთა და სამსახურებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილება
  10. შეაფასოს გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების გავლენა
  11. განახორციელოს გარემოსდაცვითი სისტემის აუდიტი და მონიტორინგი
  12. დაგეგმოს უსაფრთხო სასმელი წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაცვით მოქმედება
  13. აკონტროლოს წყლის წყაროების დაბინძურება
  14. აკონტროლოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ჰაერში გაფრქვევის შემცირება.

დასაქმების შესაძლებლობები:

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს: სხვადასხვა სფეროების: მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებო დაწესებულებებში: უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორად/მენეჯერად; შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; დაბინძურების ინსპექტორად; ჯანსაღი სამუშაო გარემოს დაცვის ოფიცერად; შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მრჩეველად; გარემოს დაცვის მრჩეველად; შრომის ჰიგიენის სპეციალისტად/მენეჯერად; ნარჩენების შეგროვების სპეციალისტად; ნარჩენების დამუშავება მოცილების სპეციალისტად; დაბინძურებისაგან გასუფთავება-ნარჩენების მართვის ინსპექტორად; უსაფრთხოების დაცვის სპეციალისტად/მენეჯერად; შრომის უსაფრთხოებისა და  გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების სამსახურებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  მოდულური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 7 სასწავლო თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 

  • საბაზო განათლება;
  • „სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა“, ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.

სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. შეადუღოს ლითონის ნაწილები აირის სანთურით,    ელექტრორკალით, თერმული ნაერთებით ან სხვა მეთოდებით
  2. გამოიყენოს სარჩილავი ტყვიის შემცველი ნაკეთობების (მილების, ზედაპირების და სხვა) შესაკეთებლად
  3. შეაერთოს ლითონის ნაწილები მყარი კომპონენტით
  4. დაჭრას ლითონი აირის სანთურის ან ელექტრორკალის გამოყენებით
  5. შეაერთოს ლითონის ნაწილები ხელის სარჩილავით, რბილი კომპონენტით
  6. შეარჩიოს თერმული მომზადების,     მორგების,     შედუღების პროცესის რეჟიმი მასალის არასასურველი დეფორმაციის, გადახურების, გადაგრეხვის, შეკუმშვის, გაფართოების აცილების მიზნით
  7. დაადგინოს დეფექტები და წუნები
  8. შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების სიზუსტე სპეციფიკაციით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაზე.

დასაქმების შესაძლებლობები:

შედუღების საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა: შემდუღებლები და აირმჭრელები, რომლებიც ადუღებენ და ჭრის ლითონის ნაწილებს აირის სანთურის, ელექტრორკალური ან სხვა გამაცხელებელი საშუალებების გამოყენებით, შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობებია შესაბამის ორგანიზაციებსა და სფეროში. პირს შეუძლია იყოს თვითდასაქმებული.

IT მიმართულება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებაში

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  მოდულური

პროგრამის მიზანი:

კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების კვალიფიციური სპეციალისტის მმზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი თეორიული ცოდნა; შეეძლება ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მოსალოდნელი რისკების და პრობლემის წინასწარ განსაზღვრა და მათი თავიდან აცილება, პრობლემების წარმოშობის შემტხვევაში სწრაფი ანალიზის გაკეთება და ოპერატიული რეაგირება.

4. პროგრამაზე დაშვების
წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 24 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის გამართვა;
• EIGRP და OSPF მარშრუტიზაციის პროტოკოლების კონფიგურაცია;
• გლობალური ქსელის ტექნოლოგიების განსაზღვრა;
• გამოყოფილი არხების გამართვა;
• დაშორებულ ოფისებთან წვდომის ორგანიზება;
• ქსელში შეცდომების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა
• SNMP და Netflow პროტოკოლების კონფიგურირება;
• წვდომის სიების (ACL) აგება და მართვა;
• ვირტუალური კერძო ქსელის აგება;
• ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანამედროვე საფრთხეების გარჩევა;
• ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
• ACL(Access Control Lists)-ების გაფართოებული კონფიგურირება;
• ქსელური შეტევებისგან თავდაცვისთვის საჭირო თანამედროვე მეთოდების გარჩევა;
• ლოკალური ქსელური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
• ბრენდმაუერის კონფიგურირება.

დასაქმების შესაძლებლობები:

კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საჯარო ან კერძო სტრუქტურაში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების განხრით. აგრეთვე შეუძლია იმუშაოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ან იყოს პროფესიული განათლების მასწავლებელი.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  მოდულური (ინტეგრირებული)  / მოდულური (არაინტეგრირებული)

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანი – კომპიუტერულ ქსელისა და სისტემების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება,
რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების
ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების უნარ-ჩვევებს; აქვს
სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი
კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

პროგრამის ხანგრძლივობა:  მოდულური (ინტეგრირებული) 3 წელი  /  მოდულური (არაინტეგრირებული)- 2 წელი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მოდულური – სრული ზოგადი განათლება / ინტეგრირებული – საბაზო განათლება.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურების აღწერა;
• Windows და Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
• ცენტრალური დირექტორიების სერვისების (Directory Service) ბაზისური
ადმინისტრირება;
• ქსელური მისამართების მართვის სისტემის (DHCP) ბაზისური ადმინისტრირება;
• დომეინური სახელების სერვერის (DNS) ბაზისური ადმინისტრირება;
• ფაილური და ბეჭდვის სერვერის ბაზისური მართვა;
• სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის ბაზისური გამართვა.
• Linux-ის საინსტალაციო პაკეტების მართვა;
• Linux-სა და UNIX-ს ოპერაციული სისტემების ბრძანებების გამოყენება;
• Linux-ის ფაილური სისტემის მართვა;
• კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის ბაზისური გამართვა;
• სტატიკური მარშრუტის კონფიგურირება;
• დინამიური მარშრუტიზაციის ბაზისური კონფიგურირება;
• კომუტატორის ბაზისური კონფიგურირება;
• ვირტუალური ლოკალური ქსელის ბაზისური კონფიგურირება.

დასაქმების შესაძლებლობები:

კომპიუტერული ქსელისა და სისტემების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციის ტექნოლოგიები, მცირე და საშუალო ზომის საოფისე ქსელებში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსად, რომლის მოვალეობებშიც შედის კომპიუტერული სისტემების აპარატურულ-პროგრამული და ქსელური სერვისების გამართვა-ადმინისტრირება.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  მოდულური.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრის – პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: – 11 თვე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.

სწავლის შედეგები:

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში
საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია:
• ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
• დაამოტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
• დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
• დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
• უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
• განასხვაოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
• გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები
და ოქმი;
• გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა;
• შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
• მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.

დასაქმების შესაძლებლობები:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულსშეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის
სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ტექსტილის მიმართულება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  მოდულური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს
სხვადასხვა ტანსაცმლის კერვას. კერვისათვის საჭირო ესკიზის შექმნას, მასალების ხელსაწყოების საკერავი
მანქანებისა და თბურდანამვითი მოწყობილობების შერჩევა/გამოყენებას, ტანსაცმლის კონსტრუქციულტექნოლოგიურ დამუშავებას. პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სპეციალისტი აღჭურვილი იქნება პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 17 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• სამუშაო ადგილის ორგანიზება;
• სხვადასხვა ტანსაცმლის ესკიზის შექმნა;
• ქალის კაბის კონსტრუქციულ/ტექნოლოგიური დამუშავება;
• მამაკაცის პიჯაკის კონსტრუქციულ/ტექნოლოგიური დამუშავება;
• ბავშვის ქურთუკის კონსტრუქციულ/ტექნოლოგიური დამუშავება.

დასაქმების შესაძლებლობები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს როგორც მსხვილ, საშუალო, ისე მცირე საწარმოში, მოდის ატელიებში დარგის სპეციალისტად.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საბაზო პეოფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  მოდულური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სამკერვალო წარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს, ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 19 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება;
• შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია;
• შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები, დაამზადოს
ჩანახაზი და გამოჭრას ქსოვილი;
• გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და
თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები;
• დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები;
• გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული
დაგეგმარებისათვის;
• განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარება და
მოდელირება;
• გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი;
• შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი;
• შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი;
• შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი;
• შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი;
• შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი;
• გადააკეთოს ტანსაცმელი;
• აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები.

დასაქმების შესაძლებლობები:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.

აგრარული მიმართულება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მეფუტკრეობაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიდგომები:  დუალური

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის მიმართულებით შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა და მათთვის აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართულებით საჭირო ცოდნის მიცემა, შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება, რათა შეძლონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და იყვნენ სოფლის მეურნეობის სფეროსათვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრები.

პროგრამის ხანგრძლივობა:  – 2 სასწავლო წელი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:საბაზო განათლება.

სწავლის შედეგები:

მეფუტკრეობაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია:

  1. სეზონურად მოუაროს და შეინახოს ფუტკარი;
  2. მართოს ფუტკრის მავნებელი დაავადებები;
  3. დაამზადოს ფუტკრის სკა;
  4. მიიღოს ფუტკრის პროდუქტები – დინდგელი, ცვილი, ყვავილის მტვერი, რძე, შხამი;
  5. უზრუნველყოს ფუტკრის პროდუქტების მიღება- რეალიზაცია.

დასაქმების შესაძლებლობები:

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში მეფუტკრეობის მიმართულებით – მეფუტკრედ. კურსდამთავრებული შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.