მისია
კოლეჯის მისიაა იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აქტიური მონაწილე, სადაც უზრუნველყოფილია პროფესიული განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და მზარდია სწავლის მსურველთა და სოციალურ პარტნიორთა რაოდენობა.
კოლეჯი წარმოადგენს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ტურიზმისა და სამშენებლო მიმართულების პროგრამების განხორციელება და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება.
ხედვა
კოლეჯის ხედვაა გახდეს რეგიონში პროფესიული სწავლების ლიდერი რომელიც, განვითარებაზე ორიენტირებული მოქნილი შიდა სისტემის ჩამოყალიბებით, პროფესიულ სტუდენტსა და მსმენელს სთავაზობს ხარისხიან განათლებას, ხელს უწყობს მის კარიერულ წინსვლას და უზრუნველყოფს შრომის ბაზარს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით.
2019-2026 წლებში კოლეჯი მიზნად ისახავს პრიორიტეტული მიმართულების პროგრამების გამრავალფეროვნებას და მაღალმთიან აჭარაში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას.
ღირებულებები
- ინკლუზიური მიდგომა, გენდერული თანასწორობა და არადისკრიმინაცია;
- თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
- გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართვა;