საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია „გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“ მომხსენებლებისთვის, ფასილიტატორებისთვის და მონაწილეებისთვის სიგელების გადაცემით დასრულდა.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების მასწავლებლები და ექსპერტები, რომლებმაც ინოვაციური პრაქტიკები, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ხედვები განიხილეს.
საერთაშორისო კონფერენციის უცხოელი სტუმრები:
• რობერტო ბრილი – ქალაქ მილანის სტუმარმასპინძლობის „კარლო პორტა“ -ს სახელმწიფო პროფესიული ინსტიტუტის პროგრამების კოორდინატორი, პროფესორი
• ანა რიბეირო – ავეიროს პროფესიული სასწავლებელი (პორტუგალია), საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
• მარია რაშკოვსკა – ნიკოლა კარევის პროფესიული სასწავლებელი (ჩრდილოეთ მაკედონია), გლობალური კარიერის განვითარების ფასილიტატორი, კარიერის მართვის მენეჯერი
• პაოლო დიოტალევი – სპოლეტოს სტუმარმასპინძლობის ინსტიტუტის „დე კაროლისის“ (იტალია) მასწავლებელი, პროგრამა სარესტორნო მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი.


კოლეჯ ,,ბლექსსა“ და ავეიროს პროფესიული სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: პროფესიული განათლება საქართველოში
კონფერენცია “ბლექსის“ და “ახალი ტალღის“ ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენცია აჭარის ა.რ განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა, მხარდაჭერილი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

5 ქვეყნის წარმომაგენელი კოლეჯში

კოლეჯ ,,ბლექსში“ Erasmus + პროექტის ფარგლებში, 5 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა- იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი. შეხვედრებს ონლაინ ესწრებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებს შორის სასწავლო...

კოლეჯ ,,ბლექსის” მშენებარე კამპუსი საქართველოს განათლების მინისტრმა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად კოლეჯ ,,ბლექსის" მშენებარე კამპუსი...

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე კოლეჯ ,,ბლექსში”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი კოლეჯ ,,ბლექსში" იმყოფებოდნენ. სასწავლო ლაბორატორიები...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!