პროგრამის მიზანია მოამზადოს სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს
სხვადასხვა ტანსაცმლის კერვას. კერვისათვის საჭირო ესკიზის შექმნას, მასალების ხელსაწყოების საკერავი მანქანებისა და თბურდანამვითი მოწყობილობების შერჩევა/გამოყენებას, ტანსაცმლის კონსტრუქციულტექნოლოგიურ დამუშავებას. პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სპეციალისტი აღჭურვილი იქნება პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• სამუშაო ადგილის ორგანიზება;
• სხვადასხვა ტანსაცმლის ესკიზის შექმნა;
• ქალის კაბის კონსტრუქციულ/ტექნოლოგიური დამუშავება;
• მამაკაცის პიჯაკის კონსტრუქციულ/ტექნოლოგიური დამუშავება;
• ბავშვის ქურთუკის კონსტრუქციულ/ტექნოლოგიური დამუშავება.
დასაქმების შესაძლებლობები:
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს როგორც მსხვილ, საშუალო, ისე მცირე საწარმოში, მოდის ატელიებში დარგის სპეციალისტად.