წარმატებული კურსდამთავრებულები

2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ბუღალტერიის სპეციალობა, 2017 წელს კი მზარეულის სპეციალობას დაეუფლა.

,,თავიდან დიდი სურვილი მქონდა ბუღალტერიის სპეციალობაზე მესწავლა. მართალია ავისრულე ოცნება, მაგრამ სწავლის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ   მზარეულობა უფრო მიზიდავდა და სულ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამზარეულოსკენ გამირბოდა თვალი, მეც მინდოდა კერძები მომემზადებინა და დაგემოვნებაშიც მიმეღო მონაწილეობა. 2017 წელს დავამთავრე მზარეულის სპეციალობა, კოლეჯიდან საწარმოო პრაქტიკაზე გამაგზავნეს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, საწარმოო პრაქტიკის დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა გამიფორმა შრომითი ხელშეკრულება.

მინდა გადავუხადო მადლობა კოლეჯს, პედაგოგებს, განსაკუთრებით ჩემს კურატორს მაია მასწავლებელს,   რომლის პროფესიონალიზმა და პიროვნულმა ხასიათმა  გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი არჩევანის სისწორეში. დღეს დასაქმებული ვარ სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმიანობას და ვთვლი, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე“.

2017 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სასტუმრო საქმისმწარმოებლის სპეციალობა. ედნარი სმენადაქვეითებულია. კოლეჯში მისი მეუღლის დახმარებით მოხვდა. საწარმოო პრაქტიკაზე სასტუმრო ,,ჰილტონში“ განაწილდა.

,,ძალიან კმაყოფილი ვარ კოლეჯში სწავლით, ჰაუსქიფინგის მოდული შევისწავლე. ჩემს პედაგოგებს ძალისხმევა არ დაუშურებიათ, რომ

სასტუმროს სპეციფიკა შემესწავალა. კოლეჯის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა,  ჟესტური ენის პედაგოგებმა  დაგვარწმუნეს მე და ჩემი მეუღლე, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ არ არსებობს შეუზღუდავი სივრცე შშმ პირებისთვის“.

,,დღეს  ვმუშაობ, ძალიან მომწონს ,,ჰილტონში“ მუშაობა, კმაყოფილი ვარ იმ გარემოთი, რაც აქ არის. სასტუმროს პერსონალი ძალიან მეხმარება, ცდილობენ ჩემთან კომუნიკაცია დაამყარონ და მუშაობაშიც დამეხმარონ. ურთიერთპატივისცემა გვაქვს. მომწონს აქაური გარემო და ვამაყობ, რომ ,,ჰილტონის“ თანამშრომელი ვარ“ – ედნარმა  გაზეთ ,,ნეტგაზეთის“ ინტერვიუში განაცხადა“.

ციტატის , ინფორმაციის ნაწილი  გამოყენებულია – http://netgazeti.ge/   ვებ.გვერდიდან

პალინა ჯაღათაშვილი – 29  წლის, ცხოვრობს  ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების  შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ  კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ იქნა სასტუმროში ,,ჰილტონ ბათუმი“ და დასაქმდა იქ მზარეულის სპეციალობით.

პალინამ  სტუდენტობის პერიოდში

აქტიურად დაიწყო ჟესტური ენის პოპულარიზაცია, შექმნა ჯგუფები, ჩართო სტუდენტები, კურსდამთავრებულები, შეასწავლა მზარეულის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებს და მოხალისეებს საბაზისო საკომუნიკაციო ჟესტები.

მონაწილეობას ღებულობდა როგორც კოლეჯის მიერ დაგეგმილ, ასევე, სხვა ღონისძიებებში: სახალისო ფლეშმობის მომზადება,  ჟესტური ენა  ,,ბლექსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში,  ორგანიზაცია ,,თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის” დაფინანსებითა და მხარდაჭერით – ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი და ა.შ. პალინამ  თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ნამდვილ მაგალითს გვაძლევს  და გვარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია.

,,მიუხედავად იმისა, რომ მე სმენადაქვეითებული ვარ და ვსაუბრობ ჟესტურ ენაზე,  კოლეჯმა ,,ბლექსი“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე თავი მეგრძნო კომფორტულად და სრულფასოვან ადამიანად, მხარს უჭერდა ყველა ჩემს წამოწყებას და რაც მთავარია, მომცა შესაძლებლობა საზოგადოებაში თავის დამკვიდრების. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის.“

სალომე 27 წლისაა  და ქ. ბათუმის მაცხოვრებელია. მან 2014 წელს დაამთავრა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სპეციალობა.

სალომე დღეს ინდივიდუალური მეწარმეა. გახსნა სამკერვალო ატელიე ,,სალომეა“ და აქტიურად თანამშრომლობს კოლეჯთან.

,,კოლეჯში მეგობრის რჩევით მივედი, რომელსაც ყოველთვის მოსწონდა ჩემი ნამუშევრები და მირჩევდა განათლება

პროფესიული კუთხით მიმეღო. მეც ვთვლიდი, რომ მონაცემები მქონდა, პროფესიონალების დახმარება და განათლება მესაჭირეობოდა.

არ შევმცდარვარ არჩევანში. კოლეჯში საუკეთესო გარემო და პროფესიონალების გუნდია, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ამ გუნდის დახმარებით გავხსენი სამკერვალო ატელიე და ქალაქში ის ერთ-ერთი წარმატებულია.

დღეს ,,სალომეა“  ,,ბლექსის“ პარტნიორია.   ვთანამშრომლობ კოლეჯთან პროფესიული სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფილის მიზნით“.

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია.

ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარმატებით გაიარა აღნიშნული კომპანიის კონკურსი, სწავლების განმავლობაში ღებულობდა სტიპენდიას (150 ლარის ოდენობით),  გაირა სამთვიანი სტაჟირება, დასაქმდა ელექტრიკოსად,  დღეს კი სხვა კომპანიის შპს ,,მირაჟიო“  თანამშრომელია.

„სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი კოლეჯის ,,ბლექსი“ გვერდს, გადავხედე, დავათვალიერე მათი სურათები და დავინტერესდი. შემდეგ კოლეჯში გავიარე გასაუბრება,  შეთავაზებულმა პირობამ დიდი გავლენა იქონია, სურვილი გამოვთქვი ელექტრიკოსის სპეციალობაზე სწავლების. არც შემცდარვარ არჩევანში. დღეს დასაქმებული ვარ, საუკეთესო ურთიერთობა მაქვს ჩემს პედაგოგებთან, დღემდე მაძლევენ პროფესიულ რჩევებს,

მეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში. მინდა ყველას ვურჩიო, რომ ისწავლონ კოლეჯში ,,ბლექსი“, სადაც დიდი ხელშეწყობაა  სტუდენტის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ- ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის  მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური  პროგრამა,  სწავლების პერიოდში  დაიწყო მუშაობა  კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“ და დღეს მათი თანამშრომელია.

იგი სწავლების პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში. იყო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი,  გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით, თავაზიანობითა და პასუხისმგებლობით.

თორნიკე ,,ბართენდერის“ მოდულურ პროგრამაზე სწავლების პერიოდში პრაქტიკულ უნარებთან ერთად ზოგად კომპეტენციებსაც დაეუფლა.  საკუთარი ინიციატივით გაიარა გასაუბრება კაფე – ბარის მენეჯერთან და შეძლო მისი დარწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი იყო, შეძენილი ჰქონდა ისეთი პრატიკული უნარები, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევდა.

,,მიხარია, რომ არჩევანი სსიპ კოლეჯზე ,,ბლექსი“ გავაკეთე. ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ კოლეჯში საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების პედაგოგები და კარგი ატმოსფერო იყო,  კოლეჯის  შეთავაზებული პირობებით და სწავლების ხარსიხით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კოლეჯმა ბევრი რამ მასწავლა, კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება წამოვიღე მათგან, დღეს დასაქმებულიც  ვარ,  ჩემს საყვარელ საქმიანობას ვემსახურები და ვდილობ დავიცვა ბართენდერი წესები:  ბარში მოსული სტუმარი – შენი სტუმარია, იმიტომ,  რომ შენ თითოეულის მეგობარი ხარ, შენზეა დამოკიდებული მათი გუნება – განწყობილება, შენ ქმნი ბარში მეგობრულ და  თბილ  ატმოსფეროს, შენ ზრუნავ მოსულ სტუმარზე, რომ მოგვიანებით დაბრუნდეს სახლში ოდნავ უფრო  ბედნიერი,  სანამ შენთან მოვიდოდა. შენ ზრუნავ ბარის რენტაბელურობაზე – ეს ხომ შენი შემოსავალიცაა. შენ თუ მუშაობისას სიამოვნებას ღებულობ, დრო ისე გაირბენს, რომ ვერც კი მიხვდები, რომ სამუშაო საათები ამოიწურა და ბარის დაკეტვის დროც დადგა.“

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.