მომზადება

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:   პროგრამის მიზანია   შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს  კონკურენტუნარიანი  კადრები სამშენებლო სფეროში, რომლებიც უსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ  ყალიბების მონტაჟს, ბეტონის ნარევის ჩაწყობასა და ვიბრირებას, ბეტობის ნიმუშების აღებასა და ბეტონის მოვლას.

სწავლების პროცესში მსმენელები    პრაქტიკული უნარების განვითარებასთან ერთად,  გაეცნობიან სპეციალობის თეორიულ საფუძვლებს, შეეძლებათ  შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი  და გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანნი სწრაფად განვითარებადი შრომის ბაზრის პირობებში.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:  16 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:   I-V  კვირეები – 16 საათი;  VI – XVI  კვირეები – 25 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს

სწავლის შედეგები (აღინიშნება ცოდნით  და  უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. სხვადასხვა  ზედაპირების  ფართობების და  მოცულობების  განსაზღვრა;
  2. არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების კითხვა;
  3. მარტივი ესკიზიდან ნახაზის შექმნა;
  4. საყალიბე სამუშაოების აღწერა;
  5. ყალიბების მოწყობის სამუშაოების ორგანიზება;
  6. ყალიბების მონტაჟი;
  7. შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  8. სამუშაო ადგილის, ხელსაწყო-იარაღების, მექანიზმების მოწესრიგება;
  9. ბეტონის სამუშაოების წარმოების პროცესის დახასიათება;
  10. ბეტონის ნარევის ჩაწყობა და ვიბრირება;
  11. ნიმუშების აღება ბეტონის ხარისხის კონტროლისათვის;
  12. ბეტონის სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია  შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით  მოამზადოს  სასტუმროს  სამეურნეო სამსახურის (ჰაუსქიფინგი) სფეროში პირი, რომლებიც  მიიღებენ თეორიულ ცოდნას აღნიშნული  მიმართულებით,  შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს სასტუმროს სამეურნეო სამსახურის (ჰაუსქიფინგი) განყოფილებაში და გაეცნობიან სიახლეებს საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 3

კვირეული სასწავლო საათობრივი  დატვირთვა:   I სასწავლო კვირა  –  20 საათი;  II  – III   სასწავლო კვირა – 30 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: მინიმუმ 18 წელი

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია: 

  1. დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფის საფუძვლების განსაზღვრა;
  2. სასტუმროს ნომრებისა და საზოგადოებრივი არეალის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  3. დასუფთავების განყოფილების დამატებითი მომსახურების უზრუნველყოფა;
  4. სამრეცხაო განყოფილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  5. უსაფრთხოების ზომების კონტროლი.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კონკროტელი ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს დაბალი ძაბვის ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებას საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში. შეძლებს ელექტრული წრედებისა და განათების მონტაჟსა და შემოწმებას შრომის უსაფრთხოების უახლესი რეგულაციების გათვალისწინებით.

პროგრამის ხანგრძლივობა: 13 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 16 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: პირი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებული შეძლებს:

  1. საინჟინრო კომპონენტების ხაზვას;
  2. სამუშაო გარემოში საფრთხეების აღწერას;
  3. რისკების შეფასებას, შემთხვევით და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების განმარტებას;
  4. მუდმივი დენის წრედის პარამეტრების გაზომვას;
  5. ტევადობის და გამტარობის საფუძვლების პარამეტრების გამოთვლას;
  6. ცვლადი დენის პარამეტრების გამოთვლას;
  7. ელექტრული წრედის დიაგრამის მიხედვით მასალების შერჩევას;
  8. ელექტრული წრედების დაცვის მეთოდებისა და პროცედურების გამოყენებას;
  9. განათების და ძალის წრედების მონტაჟსა და შემოწმებას საშინაო და მცირე საწარმო გარემოში;
  10. წარმოშობის მეთოდების აღწერას;
  11. გამტარების, იზოლატორების და მაგნიტური მასალების აღწერას.
  12. ელექტრო წარმოების გადაცემისა და განაწილების პრინციპების აღწერას.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროფესიული მომზადების პროგამის ,,ტანსაცმლის დამუშავების საწყისები და ზოგადი ტექნოლოგია“ მიზანია კვალიფიციური პერსონალის მომზადება ტექსტილის წარმოებისთვის, რომელიც შეძლებს სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის დეტალების ტექნოლოგიურ დამუშავებას საკერავი მანქანებისა და თბურ – დანამვითი დანადგარების გამოყენებით. 

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:  6

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: მინიმუმ 18 წელი

სწავლის შედეგები (აღინიშნება ცოდნით და უნარებით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. ტანსაცმლის დამზადებისათვის გამოყენებული მასალების ასორტიმენტის დახასიათება;
  2. ტანსაცმლის დეტალების შეერთებისა და საწყისი დამუშავების მეთოდების აღწერა;
  3. ხელის გვირისტების, მანქანური ნაკერების და ტანსაცმლის დეტალების საწყისი დამუშავება;
  4. ტანსაცმლის ძირითადი კვანძების ტექნოლოგიური დამუშავება;
  5. შრომითი ურიერთობების ჩამოყალიბება;
  6. სამუშაო გარემოს ორგანიზება.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია  მცირე ბიზნესისა და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  სასტუმრო მომსახურების (სასტუმრო სახლი) სფეროსათვის მოამზადოს პირები, რომლებიც მიიღებენ თეორიულ ცოდნას მომსახურების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ და შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს საოჯახო ტიპის ობიექტების მართვასთან დაკავშირებით.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 8 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:   12  საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:  მინიმუმ 18 წელი

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია: 

  1. ბიზნესის დაგეგმვა / რეგისტრაცია;
  2. სასტუმროს ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფის საფუძვლების განსაზღვრა;
  3. სტუმრის მიღება-განთავსების პროცედურების თეორიული საფუძვლების განსაზღვრა;
  4. დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფის საფუძვლების განსაზღვრა;
  5. მენიუს შემუშავება;
  6. მარკეტინგის საფუძვლების განსაზღვრა.

პროფესიული მომზადება

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია   ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის  კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციული სისტემის ინსტალაციას, გამართვას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას,  გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას, შეძლებს  კომპიუტერის  ქსელში  ჩართვას და მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვას, რომელსაც ექნება საფუძვლიანი  ცოდნა   კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპებთან დაკავშირებით და  საბაზისო ცოდნა და უნარი კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურულ  უზრუნველყოფასთან მიმართებაში.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირეებში: 16 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:18 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება; 18 წელი

სწავლის შედეგები (აღინიშნება ცოდნით და უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. პერსონალური კომპიუტერული ტექნიკის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირება;
  2. BIOS-ის კონფიგურირება;
  3. პორტატული და მობილური მოწყობილობების დახასიათება;
  4. მომხმარებელთან კომუნიკაციის, IT სფეროს ეთიკური და იურიდიული საკითხების განმარტება;
  5. ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
  6. ოპერაციული სისტემის გამართვა;
  7. გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
  8. ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  9. ქსელების ფუნდამენტური პრინციპების და ტიპების გარჩევა;
  10. ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეების და ამ შრეებზე მომუშავე პორტების და ოქმების ფუნქციების გარჩევა;
  11. ქსელური ტექნოლოგიებისა და ქსელის ორგანიზების ძირითადი პრინციპების გარჩევა
  12. კომპიუტერის ქსელში ჩართვა;
  13. ინტერნეტ ტექნოლოგიების აღწერა;
  14. მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი ქვის სამუშაოების წარმოების სპეციალიზაციის მიმართულებით, რომელიც შეძლებს ხელოვნური ქვის ბლოკებით სხვადასხვა ტიპის წყობას შრომის უსაფრთხოების უახლესი რეგულაციების გათვალისწინებით.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირეებში: 10 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 16 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. ქვით სწორი ფორმის წყობის წარმოების დახასიათება;
  2. ბეტონის ბლოკებით წყობა;
  3. შერეული წყობა;
  4. არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების კითხვა;
  5. სხვადასხვა ზედაპირების ფართობების და მოცულობების განსაზღვრა;
  6. მარტივი ესკიზიდან ნახაზის შექმნა;
  7. შენობებისა და ნაგებობების ესკიზების შექმნა.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია  უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში  ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას და აღნიშნულ სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   სრული ზოგადი განათლება

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 8

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  12

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით  და  უნარით )

  1. მასპინძლობის ინდუსტრიის სფეროს განსაზღვრა;
  2. საქართველოს ძირითადი ვიზიტორების წარმომავლობის ქვეყნების ტრადიციების მიმოხილვა;
  3. ტრადიციული და კლასიკური მეღვინეობის ისტორიის და ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და წარმოდგენა;
  4. ღვინის  ტურის წარმართვა;
  5. ღვინის მარანში ტურის გაძღოლა.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია  მოამზადოს ბარის მომსახურების სპეციალისტი რომელიც პასუხისმგებელია ბარის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე, სტუმართა და თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებაზე, ზრუნავს პროდუქტის ხარისხზე და მომსახურების სტანდარტების დაცვით უშუალოდ მონაწილეობს მის გაყიდვაში.

პროგრამაზე  დაშვების  წინაპირობები:  საბაზო განათლება და მინიმუმ  18 წელი

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 9

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  20  საათი

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით) 

  1. პირადი ჰიგიენის დაცვა;
  2. სანიტარულ – ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
  3. ბარის გამართული  ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  4. ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა სტანდარტის შესაბამისად
  5. კლასიკური/პოპულარული კოქტეილების მომზადება და წარდგენა სტანდარტის შესაბამისად;
  6. ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა დადგენილი ნორმების შესაბამისად.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები: 

პროგრამის მიზანია  შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით  მოამზადოს კადრები რომლებსაც ექნებათ თეორიული ცოდნა და  პრაქტიკული უნარები კერძების მომზადების  ტექნოლოგიაში. პროგრამის მიზანია პირს შეასწავლოს საკვები პროდუქტისა და ნედლეულის არჩევა,  ნახევარფაბრიკატების მომზადება,   ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით კერძების მომზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის  თანამედროვე რეგულაციების დაცვით, მათ შორის,  სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული  რამდენიმე ძირითადი კერძის მომზადება.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება, მინიმუმ 16 წელი

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:  11 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  I- IX კვირა – 20 საათი;  X-XI კვირა – 25 სთ

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია: 

  1. პირადი ჰიგიენის დაცვა;
  2. სანიტარულ – ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
  3. გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან;
  4. 4. საკვები პროდუქტების (სალათის ფურცელი, კვერცხი და მწვანილი) დამუშავება სპეციალური ხსნარებით;
  5. პროდუქტისადა ნედლეულისარჩევა;
  6. ნახევარფაბრიკატების მომზადება;
  7. ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება;
  8. სხვადასხვამეთოდის გამოყენებით კერძების მომზადება.
  9. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული (ძირითადი კერძების) წვნიანი კერძების,სალათების, გარნირების მომზადება.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია  სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისათვის  პერსონალის  სანიტარულ – ჰიგიენური  მომზადება,  რომელიც ხელს შეუწყობს  მომხმარებლისათვის  მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:  4

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  12საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება;  მინიმუმ 18 წელს მიღწეული პირი

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. პირადი ჰიგიენის დაცვა;
  2. სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
  3. გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან;
  4. საკვები პროდუქტების დამუშავება სპეციალური ხსნარებით.

პროფესიული მომზადება.

მიზნები: პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელიც შეძლებს კერამიკული ფილის დამუშავებას, ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრას, კერამიკული ფილების გაკვრას კედელსა და იატაკზე. შეძლებს მოპირკეთების სამუშაოების შესრულებას.

 პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 16

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: I – XII კვირა – 16 საათი; XIII – XVI კვირეები- 30 საათი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებული შეძლებს:

  1. არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების კითხვას;
  2. სხვადასხვა ზედაპირების ფართობების და მოცულობის განსაზღვრას;
  3. მარტივი ესკიზიდან ნახაზის შექმნას;
  4. შენობებისა და ნაგებობების ესკიზების შექმნას;
  5. ფილის სწორხაზოვნად გაჭრას;
  6. ფილის მრუდწრიულად და წრიულად გაჭრას;
  7. კედლისა და იატაკის ხარისხობრივი მაჩვენებლის დახასიათებას;
  8. ლოკალური დაზიანებბეის აღმოფხვრა;
  9. ნაზავების მომზადებას;
  10. კედელზე ფილების გაკვრას;
  11. იატაკზე ფილების დაგებას;
  12. ნაკერების შევსებას სხვადასხვა შემავსებლით.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები:   პროგრამის მიზანია  შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს  კონკურენტუნარიანი  კადრები სამშენებლო სფეროში, რომლებიც შეძლებენ საარმატურე სამუშაოების წარმოებას: უსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ  ბადეების, ბრტყელი  და სივრცითი კარკასების შეკვრას, გამზადებული არმატურის ნაკეთობის ყალიბში  განთავსებას.

სწავლების პროცესში მსმენელები პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ  თეორიულ ცოდნას სპეციალიზაციის მიმართულებით და გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანნი სწრაფად განვითარებადი შრომის ბაზრის პირობებში. 

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:  11 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:   16 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:  პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. . სხვადასხვა ზედაპირების ფართობების და  მოცულობების  განსაზღვრა;
  2. არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების კითხვა;
  3. მარტივი ესკიზიდან ნახაზის შექმნა;
  4. არმატურის სამუშაოების წარმოების პროცესის დახასიათება;
  5. პროექტის მიხედვით არმატურის კლასისა და სახეების შერჩევა;
  6. არმატურის  მომზადება;
  7. ბადეების, ბრტყელი  და სივრცითი კარკასების შეკვრა;
  8. არმატურის ზედაპირის ანტიკოროზიული ხსნარით დამუშავება;
  9. გამზადებული არმატურის ნაკეთობის ყალიბში  განთავსება.

პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია  უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში  კვების ობიექტებზე სერვისის სწორად გამართვას და ტურიზმის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდას.    

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 6

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  I-III კვირეების პერიოდში 20 საათი,   IV –VI კვირეების პერიოდში – 30 სათი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება; მინიმუმ 16 წელი

სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით და  უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გარჩევა;
  2. ღონისძიებების სათანადო აღჭურვილობისა და ინვენტარით მომსახურება, სამუშაო პროცესის კონტროლი;
  3. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება დადგენილი პროცედურების დაცვით;
  4. სტანდარტების შესაბამისად სერვირება / სერვისის ტიპები;
  5. სტუმრის მიღება – განთავსება;
  6. შეკვეთის მიღება;
  7. შეკვეთის შესრულება;
  8. ანგარიშსწორება.

გადამზადება

პროფესიული გადამზადება.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია  შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით  მოამზადოს  სასტუმროს  სამეურნეო სამსახურის (ჰაუსქიფინგი) სფეროში პირი, რომლებიც  მიიღებენ თეორიულ ცოდნას აღნიშნული  მიმართულებით,  შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს სასტუმროს სამეურნეო სამსახურის (ჰაუსქიფინგი) განყოფილებაში და გაეცნობიან სიახლეებს საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 3

კვირეული სასწავლო საათობრივი  დატვირთვა:   I სასწავლო კვირა  –  20 საათი;  II  – III   სასწავლო კვირა – 30 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: მინიმუმ 18 წელი

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია: 

  1. დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფის საფუძვლების განსაზღვრა;
  2. სასტუმროს ნომრებისა და საზოგადოებრივი არეალის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  3. დასუფთავების განყოფილების დამატებითი მომსახურების უზრუნველყოფა;
  4. სამრეცხაო განყოფილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  5. უსაფრთხოების ზომების კონტროლი.

პროფესიული გადამზადება.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით გადაამზადოს საკონდიტრო სფეროში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც საკონდიტრო ნაწარმის მომზადებასთან დაკავშირებით მიიღებენ თეორიულ ცოდნას საკონდიტრო ხელოვნების ისტორიის შესახებ, შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს შოკოლადის ნაკეთობის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით მომზადებაში და გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანნი სწრაფად განვითარებადი შრომის ბაზრის პირობებში.

 

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 8  

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:    12 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:  პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს და აქვს მინიმუმ მზარეულის დამხმარის პოზიციაზე მუშაობის  ექვსთვიანი გამოცდილება.

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით) 

  1. ფლობს ინფორმაციას შოკოლადის აღმოჩენისა და გამოყენების ტრადიცების შესახებ;
  2.  შეუძლია შოკოლადის მასის მომზადების მეთოდების აღწერა;
  3. შეუძლია შოკოლადის ტემპერირება;
  4. შეუძლია შოკოლადის კანფეტების მომზადება;
  5. შეუძლია შოკოლადის დეკორის მომზადება.

პროფესიული გადამზადება.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით გადაამზადოს მშენებლობის სფეროში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც მიიღებენ თეორიულ ცოდნას აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარებს ხელოვნური ქვის ბლოკებით წყობაში და დაეუფლებიან სხვადასხვა ტიპის ზღუდარების მოწყობის უნარებს.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირეებში: 10 კვირა

საათობრივი დატვირთვა კვირეების პერიოდში – 12 საათი; IV- X კვირეების პერიოდში – 16 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: პირი,რომელმაც მიაღწია 18 წელს; შეუძლია: სამშენებლო ნახაზების წაკითხვა.

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. ბეტონის ბლოკებით წყობა;
  2. ზღუდარების მოწყობის სამუშაოების დახასიათება;
  3. სამუშაო ადგილის ორგანიზება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება ;
  4. რიგითი, სოლისებრი და სეგმენტური ზღუდარის მოწყობა.

პროფესიული გადამზადება.

პროგრამის მიზნები: 

პროგრამის მიზანია  შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით  მოამზადოს კადრები რომლებსაც ექნებათ თეორიული ცოდნა და  პრაქტიკული უნარები კერძების მომზადების  ტექნოლოგიაში. პროგრამის მიზანია პირს შეასწავლოს საკვები პროდუქტისა და ნედლეულის არჩევა,  ნახევარფაბრიკატების მომზადება,   ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით კერძების მომზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის  თანამედროვე რეგულაციების დაცვით, მათ შორის,  სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული  რამდენიმე ძირითადი კერძის მომზადება.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება, მინიმუმ 16 წელი

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:  11 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  I- IX კვირა – 20 საათი;  X-XI კვირა – 25 სთ

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია: 

  1. პირადი ჰიგიენის დაცვა;
  2. სანიტარულ – ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
  3. გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან;
  4. საკვები პროდუქტების (სალათის ფურცელი, კვერცხი და მწვანილი) დამუშავება სპეციალური ხსნარებით;
  5. პროდუქტისადა ნედლეულისარჩევა;
  6. ნახევარფაბრიკატების მომზადება;
  7. ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება;
  8. სხვადასხვამეთოდის გამოყენებით კერძების მომზადება.
  9. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული (ძირითადი კერძების) წვნიანი კერძების,სალათების, გარნირების მომზადება.

პროფესიული გადამზადება.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით გადაამზადოს მშენებლობის სფეროში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც მოპირკეთებასთან დაკავშირებით მიიღებენ თეორიულ ცოდნას თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების შესახებ, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარებს კერამიკული ფილის დაგებაში და გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანნი სწრაფად განვითარებადი შრომის ბაზრის პირობებში. 

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 12

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: I – VI კვირის პერიოდში – 12 საათი; VII –XII კვირეებში კვირაში – 20 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს; შეუძლია: სამშენებლო ნახაზების წაკითხვა , ფილის სწორხაზოვნად და მრუდწრიულად დამუშავება.

სწავლის შედეგები ( აღინიშნება ცოდნით / უნარით)

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. ფილების დახასიათება;
  2. ნაზავების მომზადება;
  3. ფილისქვეშა ჰიდროიზოლაციის გაკეთება;
  4. კედელზე ფილების გაკვრა;
  5. იატაკზე ფილების დაგება;
  6. ნაკერების შევსება სხვადასხვა შემავსებლით.

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.