ბლექსში რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ! დაწყებულია საგამოცდო ბარათების გაცემა!

პროფესიული ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება , ხოლო პრეტესტი 3 ნოემბერს, რომელზეც დასწრება ნებაყოფლობითია.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდით. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდანაც: www.vet.emis.geუნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.
საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:
სარეგისტრაციო ფურცელი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზე იქნება მოცემული.

გისურვებთ წარმატებას!

    1 Comment

  1. ოქტომბერი 27, 2018
    პასუხი

    Rogor vimecadino kulinariaze

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.