2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად 2020 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ჩასარიცხმა აპლიკანტმა დაწესებულებას უნდა წარუდგინოს

✅ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
✅ მესამე დონის და ინტეგრირებულ პროგრამებზე ჩასარიცხად – მინიმუმ საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი/დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
✅კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების მეხუთე დონის პროგრამაზე ჩასარიცხად – მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი/დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევის გარეშე;
✅არასრულწლოვანი, ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტისათვის სავალდებულოა შემდეგი დამატებითი საბუთების წარმოდგენა:
✅დაბადების მოწმობის ასლი;
✅მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
✅კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
⚠️არასრულწლოვანი აპლიკანტი საბუთების წარსადგენად უნდა გამოცხადდეს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად‼️
✅აპლიკანტი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვალდებულია მიმღებ კომისიაში წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
✅საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული აღიარების დოკუმენტი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.