პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

პროფესიული ტესტირების/შიდა შერჩევის შედეგებისა და აპლიკანტის მიერ რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე- https://vet.emis.ge/#/
მათ, ვინც 5 და 6 სექტემბერს გაიარეთ პროფესიული ტესტირება, 11-15 სექტემბერს ტესტირების ქულის გაცნობის შემდეგ, უნდა გააკეთოთ საბოლოო არჩევანი თქვენთვის სასურველ პროგრამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიპოვებთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას.
საბოლოო არჩევანის გაკეთების მიზნით აპლიკანტი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს https://vet.emis.ge/#/ ან 14-15 სექტემბრის ჩათვლით გამოცხადდეს კოლეჯში “ბლექსი”.
აუცილებელია, თქვენ მოიძიოთ რეგისტრაციის დროს მიღებული ოთხნიშნა უნიკალური კოდი. თუ წაგეშალათ, 14 და 15 სექტემბერს დარეკეთ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 0322 200 220 და მოითხოვეთ ახალი უნიკალური კოდი, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე აღნიშნული კოდის საშუალებით შესაძლებელი გახდება თქვენი სასურველი პროგრამის დადასტურება.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.