პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა საცდელი ტესტირება ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

✔ 4 სექტემბერს, დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე ყველა აპლიკანტს სახლიდან გაუსვლელად შეეძლება ონლაინ ფორმატში გაეცნოს ტესტების ნიმუშებს და მოემზადოს გამოცდისთვის.
✔ საცდელი ტესტირების ბმული განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ➡ www.naec.ge
აღნიშნულ პროგრამაში შესვლა გამოსაცდელს შეუძლია პირადი ნომრითა და ცენტრის მიერ მოწოდებული უნივერსალური პაროლით. დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge.
➡ შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა გამოცდები ჩატარდება 5 და 6 სექტემბერს, აპლიკანტებისთვის წინასწარ განსაზღვრულ საგამოცდო ცენტრებში.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.