სსიპ კოლეჯში ,,ბლექსი“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში პარტნიორ კომპანიებთან ტურიზმის, მშენებლობისა და ტექსტილის მიმართულებით

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი გელა ლომიაშვილი, აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.
პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე რაც ერთწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გამოიკვეთა ზრდასრულთა განათლების მიმართულებით.
კოლეჯი ,,ბლექსი“ 2019 წლიდან ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს. კოლეჯს სულ 19 პროგრამის განხორციელების უფლება აქვს მოპოვებული და ერთი წლის პერიოდში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები 171 პირმა დაასრულა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა კურსდამთავრებულთათვის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა.
სტუმრები, ასევე, შეხვდნენ კოლეჯში პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც პროფესიულ მოსინჯვას ახორციელებდნენ “სამკერვალო წარმოებისა“ და ,,კონდიტერიის“ პროგრამების მიმართულებით.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.