ჰელენ კელერის დღე

✅ ჰელენ კელერი დაიბადა 27 ივნისს, სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება ჰელენ კელერის კვირეული, ის არის პირველი ყრუ-უსინათლო ადამიანი, რომელმაც მიიღო განათლება.
✅ ჰელენ კელერი ასევე იყო პოლიტიკური აქტივისტი, ლექტორი და ავტორი რამდენიმე წიგნისა, მიზანდასახულობის წყალობით გახდა მსოფლიოში ცნობილი სპიკერი და ავტორი, იგი ასევე იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დამცველი.
მოხვდა მსოფლიოს საუცხოო ადამიანების ოცეულში,
მასწავლებელი ხელზე სიტყვის დაწერით აგებინებდა სათქმელს – სხვა უნარების არქონამ შეგრძნება გაუასმაგა. ჰელენი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობდა და აფიქსირებდა თავის პოზიციას ომის წინააღმდეგ და მუშების სასარგებლოდ.
✅ ეს ადამიანი არის მისაბაძი მაგალითი თავისი ლიდერული თვისებებით, ბრძოლის უნარით და მიზანდასახულობით.
✅ კოლეჯში ,,ბლექსი“ უზრუნველყოფილია პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ყრუ-უსინათლო პირებისათვის, პროექტის – ,,ყრუ-სუნათლო ადამიანების მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მომზადების კურსი გაიარეს ყრუუსინათლო პირების თარჯიმან- მეგზურებმა. კოლეჯს ჰყავს ორი ყრუ-უსინათლო პირთა სერთიფიცირებული თარჯიმან-მეგზური, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გაუწევენ ხარისხიან მომსახურებას ყრუ-უსინათლო პირებს კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების პროცესში.
👉 ფილმი ჰელენ კელერის ცხოვრებაზე იხ.ლინკი
http://net.adjara.com/Movie/main?id=7781 👉ჰელენ კელერის სიტყვით გამოსვლა იხ.ლინკი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.