პროფესიული მომზადების ახალი პროგრამები კოლეჯში ,,ბლექსი“

როცა შენი საქმე გიყვარს და იცი რა არის შენი ორგანიზაციის მისია, მუშაობა დისტანციურ პირობებშიც შესაძლებელი ყოფილა.
 2020 წლის მარტი-მაისი თვეების პერიოდში კოლეჯმა ,,ბლექსი“ დადასტურების გზით დაიმატა 8 ახალი პროფესიული მომზადების პროგრამა:
1. კერძების მომზადების ტექნოლოგია;
2. ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება;
3. ჰიგიენა და სანიტარული ნორმები;
4. სერვისი და სერვირება;
5. სასტუმროს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფის სერვისი (ჰაუსქიფინგი);
6. საარმატურე სამუშაოები;
7. ყალიბების მოწყობა მშენებლობის პროცესში და ყალიბში ბეტონის წყობა;
8. ტანსაცმლის დამუშავების საწყისები და ზოგადი ტექნოლოგია.
 მადლობა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დისტანციურ პირობებში თავდაუზოგავი შრომისათვის!
 კოლეჯი ,,ბლექსი“ გამოთქვამს იმედს, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და პარტნიორებთან ერთად, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით ერთად მოვამზადებთ მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც მალე ისევ მოთხოვნადი გახდებიან შრომის ბაზარზე.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გმადლობთ! კოლეჯის სიახლეებს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

შეცდომა

პროფესიული კოლეჯი ბლექსი will use the information you provide on this form to be in touch with you and to provide updates and marketing.